ამბოხებულები დამასკოს ტოვებენ. ქალაქიდან 26 კილომეტრში მდებარე მადაიას რაიონი ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ათას 800-მდე მებრძოლმა დატოვა. სირიის ხელისუფლება მათ იარაღის დაყრის შემთხვევაში ამნისტიას ჰპირდება. ამბოხებულები ოჯახებთან ერთად იდლიბის პროვინციაში გადადიან, რომელზეც ასადის რეჟიმის კონტროლი არ ვრცელდება.