მართლმადიდებლები და კათოლიკები წელს აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად ზეიმობენ. დიდი შაბათის დადგომამდე რომში ტრადიციულად ჯვრის ტარების პროცესია გაიმართა. კოლიზეუმის გარშემო მსვლელობაში 20 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროცესიას რომის პაპი უძღვებოდა. პონტიფიკოსმა მონანიების ლოცვაც წაიკითხა. პაპი დღეს ღამით ვატიკანში საზეიმო ლიტურგიასაც გამართავს. ევროპაში გახშირებული თავდასხმების გამო იტალიის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.