სევილიაში წითელი პარასკევი ტრაგიკულად დასრულდა. პროცეზიაზე დაწყებული პანიკის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციამ ხულიგნობისა და ვანდალიზმის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავა. მათ ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ. მადრუგის მსვლელობები ანდალუზიის დედაქალაქში წითელ პარასკევს ტარდება და მას ესპანეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ათასობით ადამიანი ესწრება.