ევროვიზიის საორგანიზაციო კომიტეტი რუსეთს მომდევნო კონკურსიდან ვერ გარიცხავს. ამის შესახებ რუსეთის პირველი არხის ხელმძღვანელობამ განაცხადა. მათივე თქმით, კონკურსის წესდება პირველად ევროპის სამაუწყებლო კომპანიამ დაარღვია, რომელმაც 2017 წლის კონკურსში რუსეთის წარმომადგენლის მონაწილეობა ვერ უზრუნველყო. მანამდე კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, რომ კონცერტის ტრანსლაციაზე პირველი არხის უარის გამო რუსეთს კონკურსში მონაწილეობა შესაძლოა მომავალ წელსაც არ მიაღებინონ. პრობლემები მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის მონაწილეს, იულია სამოილოვას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს. ამის გამო რუსეთის პირველმა არხმა კონცერტის ტრანსლაციაზე უარი თქვა.