ევროპამ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა. „რუსეთი დიდი ევროპული ერია. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიოდრებას. საფრანგეთს რუსეთთან სადავო არასდროს არაფერი ჰქონია. ამიტომ, მათთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა უნდა გვაკავშირებდეს,“-აღნიშნა ლე პენმა. ეროვნული ფრონტის ლიდერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ყირიმს რუსეთის შემადგენელ ნაწილად განიხილავს.