ჩეჩნეთის ხელისუფლება „ნოვაია გაზეტასგან“ ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამის შესახებ ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრმა ჯამბულათ უმაროვმა განაცხადა. საუბარია გაზეთში გამოქვეყნებულ სკანდალურ პუბლიკაციაზე, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკაში სექსუალური უმცირესობები სასტიკ დევნას განიცდიან. გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთში 100-მდე ჰომოსექსუალი დააპატიმრეს. 3 მათგანი წამებით მოკლეს, დანარჩენებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.