მოსულში კვლავ სროლის ხმა ისმის. ერაყის სახელისუფლო ძალები ისლამისტთა პოზიციებს ავიწროვებენ. არმიის შენაერთებმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი დაიკავეს. შეტაკებები ნურის მეჩეთთან მიმდინარეობს. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ბაღდადმა 19 თებერვალს დაიწყო.