იაპონია სამხრეთ კორეიდან თანამემამულეების გამოყვანის საკითხს განიხილავს. რადიკალური ზომები ჩრდილოეთ კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ ვითარებას და ფხენიანისგან მომდინარე ბირთვულ საფრთხეს უკავშირდება. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, სამხრეთ კორეიდან 57 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდება.