ავღანეთში ყველაზე დიდი ამერიკული არაბირთვული ბომბის გამოყენების შედეგად ისლამური სახელმწიფოს 82 მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 36 ისლამისტის დაღუპვის შესახებ. ე.წ. „ყველა ბომბის დედა“ ამერიკელებმა ავღანეთში 2 დღის წინ ჩააგდეს. აფექების შედეგად ისლამისტთა გვირაბები განადგურდა.