ფხენიანი ისევ იმუქრება. შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოადგილის, ჩხვე რიონ ხეს განცხადებით, ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში შეერთებული შტატები ფხენიანისგან გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს. „ჩვენი ბირთვული იარაღით ამერიკელების ბირთვული იარაღის განადგურება შეგვიძლია. თუ შეერეთბული შტატები გაბედავს და ბირთვულ ომს წამოიწყებს, ჩვენ მათ ადეკვატურ პასუხს გავცემთ,“-აღნიშნა რიონ ხემ.