სტუმრების წინაშე წარსდგნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის კურსების ლიტველი სტუდენტები, საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული ენის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, ლიტვაში ქართული სათვისტომო „კახეთი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველი სტუდენტები, ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ფოლკლორული და ლიტვური სიმღერები.
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ალგირდას გაიჟუტისმა და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ვილნიუსში ქართული ენის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა, რაც ხელს უწყობს ლიტვურ საზოგადოებაში ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამასთანავე ლიტვაში ქართული დიასპორის ჩართულობას.