ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა პოსტიდან შვეიცარიაში ჩეხეთის ელჩი დაითხოვა. კარლ ბოკუვკას გათავისუფლების მიზეზი მისი ცოლის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები გახდა. ალიონა ბოროვკა საგარეო საქმერთა სამინისტროსა და ცნობილ პოლიტიკოსებს აკრიტიკებდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამსახურიდან დათხოვნილმა დიპლომატმა უპრეცედენტო უწოდა. „საუბარია ჩემი მეუღლის უფლებაზე, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. ის არც პოლიტიკოსია და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის კერძო პირია,“-აღნიშნა ბაროვკამ.