ლიბიის სანაპიროებთან მორიგი ტრაგედია დატრიალდა. მიგრანტების ნავი, რომელზეც 120 ადამიანი იმყოფებოდა, ჩაიძირა. მაშველებმა მხოლოდ 23 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. 97-ის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც გრძელდება.