ფხენიანი მზად არის ამერიკულ ძალებზე იერიში მიიტანოს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხან სონ რიოლმა განაცხადა.
„ეს იმ შემთხვევაში მოხდეება, თუ ამერიკელები ჩვენს საზღვრებთან სამხედრო მანევრებს გაააქტიურებენ. ჩვენს განკარგულებაშია ძლიერი ბირთვული ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, გულხელდაკრეფილნი არ ვისხდებით და არ დაველოდებით, ამერიკელები როდის დაგვარტყამენ,“-აღნიშნა სონ რიოლმა.