კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს, პირველ რიგში კი დონალდ ტრამპს ეკისრება. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხან სონ რიოლმა სააგენტო ასოშიეიტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „თავისი აგრესიული ტვიტერებით ტრამპი უსიამოვნებებს ქმნის. ის პროვოკაციებს მუდმივად აწყობს. პრობლემებს ქმნის არა ჩრდილოეთ კორეა, არამედ ტრამპი,“-აღნიშნა სონ რიოლმა.