ბორტიდან გაძევებული მგზავრი, დევიდ დაო United Airlines-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია მზადაა ყველა მგზავრს, ვინც იმ რეისზე იმყოფებოდა, რომლიდანაც მგზავრი ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს, ბილეთის ღირებულება აუნაზღაუროს. უცხოური მედიის ცნობით, კომპანიას ინციდენტი აქციების გაუფასურებად და დაკარგულ აობით მილიონად დაუჯდა.
United Airlines” ასრულებდა რეისს ჩიკაგო- ლუისვილი, როცა მგზავრებს გამოუცხადეს, რომ პარტნიორი ავიახაზის 4 თანამშრომლისათვის ადგილი უნდა დაეთმოთ. საწყის ეტაპზე საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 400 დილარს, აღმოჩნდა, რომ 800 დოლარზეც არავინ გამოთქვა სურვილი ჩამოსულიყო თვითმფრინავიდან და შემდეგი რეისით წასულიყო. რადგან ადგილები ნებაყოფლობით არ გათავისუფლდა თვითმფრინავში გამოჩნდა აეროპორტის დაცვის სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი. შემთხვევითი წესით შერჩეულმა სამმა მგზავრმა დატოვა თვითმფრინავი, ხოლო მეოთხემ უარი განაცხადა თვითმფრინავის დატოვებაზე. ვიდეოში ასახულია ის კადრები რაც მის უხეშად გაძევებას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ექიმი იყო, რომელიც მეორე დღეს სამსახურში უნდა გასულიყო. მისი თქმით, მას პაციენტები ელოდებოდნენ და ფრენას ვერ გადადებდა.
ეს ვიდეო სოციალურ მედიაში ვისურივით გავრცელდა. უამრავი ადამიანი უცხადებს ბოიკოტს „United Airlines”. ჯერ კიდევ უცნობია მიიღებს თუ არა ძალმომრეობითი აქტი სამართლებრივ ხასიათს, თუმცა დაბეჯითებით უნდა აღინიშნოს, რომ მე-4 „უიღბლო“ მგზავრმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა.