თიბისი გალერეამ გამოფენა „33-ს“ უმასპინძლა, სადაც ფოტოგრაფ მარი ნაკანისა და მისი მოსწავლეების მიერ ანბანის თემატიკაზე შექმნილი 33 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ფოტოების კონცეფცია და ტექნიკური შესრულება 12-დან 17 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ქართული დამწერლობისა და ენის პოპულარიზაციაა.
გამოფენა თიბისი ბანკმა პროექტ #წერექართულად ფარგლებში წარმოადგინა. #წერექართულად დედაენის დღესთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საინტერესო ინიციატივას უჭერს მხარს.
პროექტის #წერექართულად ფარგლებში თიბის ბანკმა მხარი არაერთ სიახლეს დაუჭირა. მაგალითად, ჩატარდა ახალი ქართული შრიფტების კონკურსი „ქართული ა“, გაიმართა ფონტების ინჟინერიის კურსები, გაციფრულდა ლექსიკონები, შეიქმნა მაიკროსოფტის სათარგმნი პრატფორმა. ყველა პროექტი უნიკალურია და თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქართული ენის პოპულარიზაციას, მის დაცვას ბარბარიზმებისგან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებას.