თბილისის მერიამ ,,ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის ესკიზის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულ პროექტს ღია კონკურსის საშუალებით საკონკურსო კომისია გამოავლენს. გამარჯვებული ესკიზის მიხედვით შექმნილი მემორიალური ობიექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოქანდაკის მიერ შერჩეულ ადგილზე განთავსდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორ ფიზიკურ პირებს, ასევე შემოქმედებით კავშირებსა და ავტორთა ჯგუფს. საკონკურსო განაცხადი და მასზე თანდართული დოკუმენტაცია მიიღება თბილისის მერიაში, კონკურსის გამოცხადებიდან 70 კალენდარული დღის განმავლობაში. საკონკურსო წინადადებები მათი მიღების დასრულებიდან 10 კალენდარულ დღეში საჯაროდ გამოცხადდება.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო პირობების შესახებ იხილეთ: http://tbilisi.gov.ge/news/3572