მექსიკის ქალაქ კულიაკანში პოლიციამ თვითმფრინავიდან გადმოგდებული 3 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა. ერთი ცხედარი სამართალდამცველებმა საავადმყოფოს სახურავზე იპოვნეს, 2 კი ადმინისტრაციული ცენტრიდან 60 კილომეტრში. სინალოას პროვინციას ცნობილი ნარკოკარტელი აკონტროლებს, რომლის მეთაური ჰოაკინ გუსმანი პატიმრობაშია.