დაღესტანში სროლის ხმა ისმოდა. გვიან ღამით კუმტორკალინის რაიონში პოლიციელებმა საეჭვო მანქანის გაჩერება სცადეს, საიდანაც მათ ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო სროლის შედეგად მანქანაში მყოფი 3 პირი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი უკვე ამოცნობილია. ის ადგილობრივი ამბოხებულთა დაჯგუფების ლიდერი ილიას ხალილოვია.