რუსეთის ხელისუფლება რომელიმე კონკრეტულ პერსონაზე გათვლებს არ აკეთებს. ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ სირიაში რომელიმე კონკრეტულ პირს არ ვუჭერთ მხარს, მათ შორის, არც ბაშარ ასადს. სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამისთვის საჭიროა ისინი მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ,“-აღნიშნა ლავროვმა.