შეერთებული შტატები ნატოსთან პარტნიორობას გააღრმავებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტერბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მე და გენერალურ მდივანს ძალიან პროდუქტიული დისკუსია გვქონდა იმაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს ნატოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ადრე მე არაერთგზის გამიკრიტიკებია ნატო უმოქმედობისთვის, მაგრამ დღეს ვითარება შეიცვალა. დღეს ალიანსი ტერორიზმს ნამდვილად ებრძვის,“-აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის დამოკიდებულება ალიანსისადმი საყოველთაოდ არის ცნობილი. ნატოს ის დრომოჭმულ და უმოქმედო ორგანიზაციას უწოდებდა.