ევროვიზია 2017 წლის კონკურსის უპირობო ფავორიტად იტალია სახელდება. კონცერტამდე ერთი თვით ადრე ფრანჩესკო გაბანის ვიდეო კლიპმა ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე მეტი ნახვა დააგროვა. სიმღერის ოფიციალური პრეზნტრაციიდან იტალიელი მომღერალი რეიტინგის სათავშია და პირველობას არც ერთ ქვეყანას უთმობს. ფავორიტთა ხუთეულში ხვდებიან ბულგარეთი, ბელგია, შვედეთი და პორტუგალია.
ევროვიზიის კონკურსის მონაწილეთა რეიტინგებს სხვა და სხვა “betting” კომპანიები აქვეყნებენ. საერთო შედეგებით საქართველოს წარმომადგენელი, თამარა გაჩეჩილაძე 24-ე ადგილს იკავებს.
ევროვიზიის რიგით 62-ე კონცერტის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს, კიევში გაიმართება, რომლის პირდაპირ ტრანსლიაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.