რუსეთის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა. სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ნაცვლად 11 მარტისა, 18 მარტს, ყირიმის ანექსიის დღეს ჩატარდება. ცვლილებას მხარი სახელმწიფო დუმის 450 დეპუტატიდან 333-მა დაუჭირა. კომუნისტებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.