სანკტ პეტერბურგში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი დღეს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მასშტაბური ტერორისტული აქტი მეტროსადგურებს, „სენნაიასა“ და „ტექნოლოგიურ ინსტიტუტს“ შორის 3 აპრილს განხორციელდა. აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი ემსხვერპლა.