ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს სტუმრობს. რექს ტილერსონი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმედინარეობს. საუბრის მთავარი თემა სირიის კრიზისია. ტილერსონი მოსკოვში იტალიიდან ჩავიდა, სადაც დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო. სამიტზე ჯერჯერობით რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამერიკის პირველმა დიპლომატმა მოსკოვში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სირიის მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.