26 აპრილს 13:30-ზე ნასა, დედამიწიდან 250 მილის დაშორების კოსმოსური სადგურიდან პლანეტის უპრეცენდენტოდ უმაღლესი გამოსახულების პირდაპირ ტრანსლიაციას განახორციელებს.
ულტრაუმაღლეს რეზოლუციაში (UHD) 4K ყურება შესაძლებელი იქნება ლას ვეგასში 2017 წლის ნაციონალურ ყრილობაზე და ასევე ამაზონის ვებ პირდაპირი ეთერის მეშვეობით: https://live.awsevents.com/nasa4k
„მათთვის ვინც მოინდომებს ამ სანახაობას უყუროს 4K (UHD) თავსებადობის აპარატურა დასჭირდება, ხოლო იმ მაყურებლებს რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი მოწყობილობები შეუძლიათ მოვლენას თვალი ადევნონ ნასას ადაპტირებულ ფეისბუქ და სატელევიზიო კომუნიკაციის საშუალებებით“,- განაცხადა ნასას პრესსპიკერმა.