იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მარინ ლეპენი შენგენის ზონიდან საფრანგეთის გაყვანის პირობას იძლევა. ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება. გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ფრონტის ლიდერი ასევე პირობას დებს, რომ საფრანგეთის საზღვრებზე კონტროლს გაამკაცრებს, არალეგალების დეპორტაციას მოახდენს და ხისტ ეკონომიკურ რეფორმებს გაატარებს. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ტურად, 23 აპრილსა და 7 მაისს გაიმართება.