ალთერ ვიჟენ ჯგუფი წარმოგიდგენთ, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალს, TBILISI OPEN AIR 2017-ს. მსმენელის წინაშე წელს ARCHIVE, ANATHEMA, LENINGRAD, SEVDALIZA, ALEX.DO, OXIA, SOFT EJECT, YOUNG GEORGIAN LOLITAZ და კიდევ 20-ზე მეტი ქართველი არტისტი წარდგება.
TBILISI OPEN AIR 2017 - 16, 17 და 18 ივნისს, ფესტივალის მიმდინარე მისამართზე - ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ლისი ვანდერლენდში გაიმართება.სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს სამ განსხვავებულ სცენას, შეუზღუდავ მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობაქტივობას შესთავაზებს. ფესტივალზე მოსულ მსმენელს TBILISI OPEN AIR 2017 საფესტივალო ქალაქში სრულად გამართულ ინფრასტრუქტურასდაახვედრებს.
ინტერესი ფესტივალის მიმართ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ძალიან დიდია, ტურისტული ნაკადის შემოსვლა დაგეგმილია შემდეგი მეზობელიქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 12 აპრილს ონლაინ, tkt.ge-ზე, ასევე სპორტის სასახლის წინ განთავსებულ ფესტივალის სალაროსა და ფილარმონიისსალაროებში. პირველ ეტაპზე, 12 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით გაიყიდება მხოლოდ ლიმიტირებული 1,500 ცალი აბონიმენტი, რომლის ფასი 100ლარია.
TBILISI OPEN AIR 2017-ის მეგობარი კომპანიაა - თიბისი ბანკი, რომელიც ფესტივალის სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს. თიბისი ბანკისნებისმიერი ბარათით ბილეთის ყიდვის შემთხვევაში იმოქმედებს 20%-იანი cashback სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ აბონიმენტის შეძენა 100 ლარის ნაცვლად, 80 ლარად იქნება შესაძლებელი. 29 აპრილიდან, აბონიმენტების გარდა, დაიწყება ყოველდღიური ბილეთების გაყიდვაც. აბონიმენტისსაბოლოო ფასი კი 150 ლარი გახდება.
TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალიწლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის. ფესტივალს ყოველწლიურად ესწრება50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5,000-მდე ტურისტი.