დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა ჟან მარკ ერომ განაცხადა. მხარეთა გადაწყვეტილებით, რუსეთს ახალ სანქციებს მანამდე არ დაუწესებენ, სანამ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე გამოძიება არ დასრულდება.