ტაივანში ძაღლებისა და კატების ჭამა აკრძალეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ტაივანში ძაღლებისა და კატების ხორცის გაყიდვა აიკრძალება. კანონის დამრღვევებს ორწლიანი პატიმრობა და სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ.