ცნობილმა ავტომწარმოებელმა „ფორდმა“ ლოს ანჯელესში პოლიციის ახალი ჰიბრიდული მანქანის პრეზინტაცია გამართა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ გაზზსა და ელექტროძრავზე მომუშავე მანქანა გამძლეა და დევნის რეჟიმისთვის შესაბამისია. „ჰიბრიდ ფიუჟენის“ სედანის მოდელი მწარმოებლებმა კიდევ უფრო დახვეწეს. მას 90 კილომეტრ-საათის სიჩქარის განვითარება 6 წამში შეუძლია. პოლიციის ავტოპარკი ახალი ჰიბრიდებით სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის შეივსება.