მასშტაბური ანტიკორუფციული ოპერაცია მოლდოვაში. პოლიციამ უკანონო ტენდერებთან დაკავშირებით 19 პირი დააპატიმრა. დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ქალაქის მერი, მთავარი ფინანსისტი, სკოლების დირექტორები და კომპანიების ხელმძღვანელები არიან. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.