ტერორისტული საფრთხის მიუხედავად, რომის პაპი ეგვიპტეში მაინც ჩავა. ამის შესახებ ვატიკანის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მასშტაბური ტერორისტული აქტები ტენტასა და ალექსანდრიაში 2 დღის წინ განხორციელდა. კოპტების ეკლესიებში მომხდარ აფეთქებებს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.