უნგრეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივი მცხოვრებლები მთავრობის მიერ მიღებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დახურვას ითვალისწინებს. კანონპროექტს უცხოეთიდან ფინანსირებული სასწავლებლების შესახებ პრეზიდენტმა ადერმა ხელი უკვე მოაწერა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში 90-იანი წლების დასაწყისში ჯორჯ სოროსმა დააარსა.