ძლიერი აფეთქება კიევში. ასაფეთქებელი მოწყობილობა გვიან ღამით ვლადიმირის ქუჩაზე რესტორანთან ამოქმედდა. შედეგად რამდენიმე შენობა და ავტომანქანა დაზიანდა. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა ბომბის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.