უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებს ჩინეთიც. პეკინმა ჩრდილოეთ კორეის საზღვრებთან 150 000 სამხედრო მოსამსახურე და მძიმე ჯავშან-ტექნიკა გადაისროლა. დამატებითი ძალები მდინარე იალუს სანაპიროზე განთავსდებიან. პეკინი შიშობს, რომ სირიის აეროდრომის დაბომბვის შემდეგ შეერთებულმა სტატებმა შესაძლოა სარაკეტო დარტყმები ჩრდილოეთ კორეაზეც განახორციელოს.