3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშვდა კალიფორნიის ქალაქ სან ბერნარდინოს სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად. ინციდენტი სასწავლო დაწესებულებაში დილით მოხდა. მამაკაცმა პედაგოგი და 8 წლის მოსწავლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავდამსხმელი მოკლული მასწავლებლის ქმარი იყო. სროლის გამო სან ბერნარდინოს სკოლაში სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. სწავლის პროცესი შეწყდა სამ ახლომდებარე სკოლაშიც.