ეგვიპტელები პატივს მიაგებენ მუსლიმან პოლიციელ ქალბატონს, რომელიც დაიღუპა მაშინ, როცა ცდილობდა შეეჩერებინა ISIS-ის ტერორისტი ალექსანდრიის ქრისტიანულ ტაძარში შესვლისგან.
55 წლის ნაგვა აბდელ - ალიმი, ეკლესიის შესასვლელს იცავდა, როცა თვითმკვლელმა ტერორისტმა სცადა გვერდი აევლო მისი უსაფრთხოების შემოწმებისათვის. მან ვერ შეძლო ბომბის ეკლესიაში შეტანა და იქვე ჭიშკართან ააფეთქა. ნავარაუდებია, რომ თავდამსხმელის მთავარი სამიზნე პაპი თავადროს II იყო, რომელმაც ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა ტაძარი.
ქალბატონი ალიმი არის პირველი ეგვიპტელი მუსლიმანი ქალი, რომელის სამსახურეობრივი საქმიანობა, პოლიციის ქვედანაყოფში, ტრაგიკულად დასრულდა. ევიპტური მედია იუწყება რომ , ქ-ნ ალიმის 2 ვაჟიშვილიდან ერთ-ერთი ინციდენტის დროს გარდაიცვალა.
წყარო: The Independent