სირიული ავიაბაზის დაბომბვის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოციოლოგიური გამოკითხვვა ამჯერად CBS News-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ტრამპის პოლიტიკას დღეისათვის მხარს რესპოდენტთა 43 პროცენტი უჭერს. Gallup-ის გამოკითხვით, მარტის ბოლოს ტრამპის რეიტინგი 35 პროცენტს შეადგენდა. თეთრი სახლის ლიდერმა სირიის სახელისუფლო ძალების აეროდრომის დაბომბვის განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც იდლიბის მცხოვრებლების წინააღმდეგ ასადის რეჟიმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა.