თეთრი სახლის ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ ეგვიპტის ხელისუფლება ქრისტიანების უსაფრთხოების დაცვას შეძლებს. ამის შესახებ მან ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ტრამპმა ეგვიპტეში განხორციელებული ტერაქტები კიდევ ერთხელ დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. ტენტასა და ალექსანდრიაში კოპტური ეკლესიები გუშინ ააფეთქეს. ტერაქტებს 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.