ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს საველე მეთაური მოკლეს. ამის შესახებ სარი-პულის პროვინციის გუბერნატორმა მუჰამედ ზაჰირ ვაჰდატმა განაცხადა. მისივე თქმით, ლიკვიდირებულია კერი შერ მუჰამედი, იგივე „ლომი“ და მისი 3 თანამებრძოლი. ისლამისტები საიადის რაიონში შეტაკებისას დაიღუპნენ.