რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური არ გამორიცხავს, რომ ყაზანში ტაძარს ხანძარი გაუჩინეს. ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახურმა განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში ხანძრის რამდენიმე კერა იქნა აღმოჩენილი, იატაკზე კი აალებადი სითხე ესხა. ე.წ. ყველა რელიგიის ტაძარს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა. ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას შეძლეს. ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილის შესახებაც.