მოსკოვში ტერორისტებს ეძებენ. სპეცოპერაცია, კოდური სახელწოდებით, ანაკონდა რუსეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო. მოწმდება მასობრივი თავშეყრის ადგილები, ტრანსპორტი და ავტომანქანები. რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომების გამკაცრება სანკტ-პეტერბურგის ტერაქტს უკავშირდება. საგანგებო რეჟიმში მოსკოველი სამართალდამცავები 11 მაისამდე იმუშავებენ.