"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს ავთანდილ დემეტრაშვილს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ნათლაშვილმა აღნიშნა, "ლეიბორისტები" კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში დამატებითი ნორმების შეტანას კატეგორიულად ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავება აეკრძალება.
"თუ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება "ლეიბორისტული პარტია" მთელი საქართველოს მოსახლეობას ქუჩაში გამოიყვანს და მოძალადე ხელისუფლებას აუცილებლად დაამხობს", - აღნიშნა ნათელაშვილმა.