40 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როცა საჰარას უდაბნოში თოვლი მოდის. მოყვარულმა ფოტოგრაფმა ფოტოზე აღბეჭდა ეს უჩვეულო კარდრები.
კარიმ ბუჩეტამ შეძლო კადრებზე აესახა პირველი თოვლი რომელიც მის ქვეყანაში, ალჟირის პატარა ქალაქში, უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილში, ატლასის მთებთან 40 წელში პირველად ნახა.
მის ფოტოებში თოვლის თხელი ფენა ფარავს ნარინჯისფერ სილას, რომელმაც, მისი თქმით, ერთი დღე გაძლო. აინ სეფრაში თოვლი ბოლოს 1979 წელს იხილეს, როცა ნახევარსაათიანმა ქარბუქმა მოძრაობაც კი შეაჩერა.
წყარო: The Independent