უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გადადგომის შესახებ განცხადებით ვალერია გონტარიოვამ პრეზიდენტ პოროშენკოს უკვე მიმართა. თანამდებობიდან გათავისუფლებას ის 10 მაისიდან ითხოვს, თუმცა თუ მისი განცხადება ვადაზე ადრე დაკმაყოფილდება, გონტარიოვა მზადაა პოსტი დაუყოვნებლივ დატოვოს. გადაწყვეტილების მიზეზზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ უსაუბრია.