კანადაში ზვავის ჩამოწოლას 5 ტურისტი ემსხვერპლა. ცხედრები ვანკუვერის მახლობლად მაშველებმა ერთი დღის დაგვიანებით იპოვეს. მაუნტ ჰარვის პიკზე ზვავის ჩამოწოლის გამო განგაშის შეტყობინება სამაშველო ცენტრმა შაბათს მიიღო. ტურისტები 500 მეტრის სიმაღლიდან მოწყდნენ. მათი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.