სომალიში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, აშ-შაბაბმა აიღო. მასშტაბური ტერორისტული აქტი მოგადიშუს გარეუბანში მდებარე სამხედრო ბაზაზე გუშინ განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ბაზის ტერიტორიაზე აიფეთქა, რასაც 5 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.