ყაზანში ე.წ. „ყველა რელიგიის ტაძარს“ ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლი სავარაუდოდ ტაძრის სარდაფში გაჩნდა და ასობით კვადრატის ფართობი გაანადგურა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე სახანძრო ჯგუფი და ათი ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
ცეცხლის ლოკალიზება გამთენიისას მოხერხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.